ბულგარეთმა სოფიის რუსული ეკლესიის არქიმანდრიტი ქვეყნიდან გააძევა | Politico

გამოქვეყნდა:

ბულგარეთის ხელისუფლებამ სოფიაში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი ვასიანი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ გავლენიანი უცხოური გამოცემა Politico წერს. ბულგარეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მამა ვასიანი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

როგორც ბულგარეთში რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა ამბობს, ''დღეს რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები მიგრაციის სამსახურში გამოიძახეს, სადაც უთხრეს, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ბულგარეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და დაუყონებლივ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა''.

სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ისინი სახლში პირადი ნივთების შესაგროვებლად მიაცილეს, შემდეგ ეკლესიაში მიიყვანეს და ბოლოს სერბეთის საზღვართან დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოხდა რამაც რუსი დიპლომატი განსაკუთრებით აღაშფოთა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი