პრეზიდენტი დუმს - რატომ არ უწყდება ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმს. სალომე ზურაბიშვილს, არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე არ მოუწერია ხელი ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე.

სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტს 20 სექტემბერს გაუგზავნა. 

19 სექტემბერს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობდა, რომ დასკვნას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა:

"პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს"

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი პროცესს აჭიანურებს, რომ გარკვეული დრო მისცეს ოთარ ფარცხალაძეს, რათა მან მოახერხოს საკუთარი ქონების ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე გადაფორმება.

ოთარ ფარცხალაძე აშშ-იმ 14 სექტემბერს დაასანქცირა. 19 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი შეიტანა და ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის უფლება მისცა. 

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე ეროვნულ ბანკში. 20 სექტემბერს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ დატოვა. 20 სექტემბერსვე ფარცხალაძემ შვილს ქონება გადაუფორმა: 

ბინები, კომერციული ფართები, სასტუმროს ნომრები, მიწის ნაკვეთები - რა ქონება გადაუფორმა ფარცხალაძემ შვილს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი