ნორმალური სიტუაციიდან არანორმალურის განცდის შექმნა - წულუკიანი მინსკის სპეცრეისზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მინსკში ელჩის სპეციალური რეისით დაბრუნება "ნორმალური სიტუაციაა" და აქედან "არანორმალურობის განცდის შექმნა" ყალბი ინფორმაციის შექმნის მცდელობაა. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან გააკეთა.

მე არ მესმის რას უკავშირდება მინსკში განხორციელებულ რეისთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი იმიტომ, რომ მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ელჩი, მინისტრი და სხვები, ჩვენც ადამიანები ვართ, ელჩი იმყოფებოდა თავის სამშობლოში, თბილისში და როდესაც დასჭირდა სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ვერცერთი ელჩი და ვერცერთი საქართველოს მოქალაქე ვერ ივარაუდებდა წინასწარ, რომ მინსკში იქნებოდა ასეთი მოვლენები, რაც მიმდინარეობს, და სახელმწიფომ დროული გადაწყვეტილება მიიღო და სამთავრობო რესურსით ელჩი გაუშვა მინსკში, - თქვა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულს საკითხზე ცოტა ხნის წინ კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყება აცხადებს, რომ მინსკში სპეიცალური რეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა. საგარეში ამბობენ, რომ ელჩი 6 აგვისტოს შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა ოლო დღეებში ბელორუსში განვითარებული მოვლენების გამო "საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში".

დღესვე, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მინსკში თვითონ ჩაფრინდა. ჟურნალისტის კითხვას, თუ აქვს ინფორმაცია პრეზიდენტს, ვინ იმყოფებოდა მინსკში სპეციალური რეისით, ზურაბიშვილმა უპასუხა - "ეს თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ". 

16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში 1 საათით ჩაფრინდა სპეციალური რეისი თბილისიდან იმ თვითმფრინავით, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ხოლმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "მთავარს" უთხრეს, რომ ზურაბიშვილი ამ დღეებში თბილისიდანაც კი არ გასულა. 

აქვე, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თბილისიდან მინსკში გაემგზავრა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი "მოქალაქეთა კავშირის" წევრი ვალერი კვარაცხელია. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკიდან თბილისში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი