რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შედეგად მათი ჯარისკაცი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს, 22 სექტემბერს, შუადღისას "კიევის რეჟიმმა" სარაკეტო დარტყმა განახორციელა ქალაქ სევასტოპოლზე. სევასტოპოლი კრემლის მიერაა ოკუპირებული.

თავდაცვა ამბობს, რომ შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შედეგად შენობა დაზიანდა, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.  მათივე მტკიცებით, 5 რაკეტა ჩამოაგდეს.

"სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა.
 თავდასხმის შედეგად დაზიანდა შავი ზღვის ფლოტის ისტორიული შტაბის შენობა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ჯარისკაცი", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი