დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბს სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას სევასტოპოლში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ გუბერნატორი ავრცელებს.
როგორც მიხეილ რაზვოჟაევი წერს, რაკეტის ფრაგმენტი რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქის ცენტრში, ლუნაჩარსკის თეატრის მიმდებარედ დაეცა.
"მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ფლოტის შტაბზე. ფრაგმენტები ჩამოცვივდა ლუნაჩარსკის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე", - წერს ე.წ გუბერნატორი.
მისივე ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია თუ რა სახის ზიანი მიადგა რუსულ შტაბს და მოყვა თუ არა მსხვერპლი შეტევას. "ტელეგრამ" არხები ვიდეოსაც ავრცელებენ: