ნიკაც და სხვა დაკავებულებიც გამორიცხავენ, რომ მათი მხრიდან პოლიციელებზე ძალადობას ჰქონდა ადგილი - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

​ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიაც და სხვა დაკავებულებიც გამორიცხავენ, რომ მათი მხრიდან პოლიციელებზე ძალადობას ჰქონდა ადგილი.

"ჯერჯერობით რა ინფორმაციაც ოფიციალურად ჟღერდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე. თუმცაღა, კადრებიც გავრცელდა და თვითონ ნიკაც და სხვა დაკავებულებიც აბსოლუტურად გამორიცხავენ, რომ მათი მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი პოლიციელებზე. იყო ემოციური ფონი, რა თქმა უნდა, და იყო მათი მხრიდან პროტესტი, რომ ეს ძალადობა იყო წახალისებული, პოლიცია იყო რეაგირების გარეშე. და წარმოუდგენელია 30-40 ადამიანი დღისით, მზისით, მიუვარდეს საკრებულოს წევრს ოჯახში და იძალადონ პირებზე, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, და ამაზე პოლიციას არ ჰქონდეს მყისიერი რეაგირება.

აი, დღესაც, ფაქტობრივად, 12 საათზე მეტი გავიდა და არცერთი მოძალადე პირი, რომელიც არის იდენტიფიცირებული რამდენიმე მათგანი, არ მომხდარა მათი დაკავება. თუმცაღა, ძალიან მყისიერად დააკავეს პოლიტიკოსები, თითქოსდა რაღაც პოლიციასთან მიმართებაში წინააღმდეგობის მხრივ. იმედი მაქვს, რომ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დარჩება ამ ეტაპზე და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს იყო თუ არა იქ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი რეალურად. რაც შეეხება გაჟღერებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ეს ინსტრუმენტია თავისთავად ხელისუფლების ხელში. არ გამიკვირდება თუ გარკვეული მანიპულაცია და ბრალის წარდგენა ამ მუხლით, თუმცა ძალიან გაუჭირდება სამართლებრივი თვალსაზრისით თუნდაც ნიკა მელიასთან და ბაჩო დოლიძესთან მიმართებით, დაუდასტურონ ეს. ათეულობით კამერა იღებდა," - ამბობს გიორგი კონდახაშვილი.

მისივე თქმით, მოქმედი პრაქტიკით, შსს-ს შეუძლია დაკავებულები კიდევ 24 საათით დატოვოს პატიმრობაში, მტკიცებულებების მოპოვების მოტივით, თუმცა ამის შემდეგ ან უნდა გაათავისუფლონ იზოლატორიდან, ან სასამართლოში მიიყვანონ და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გუშინ, გლდანში დააკავეს, მას შემდეგ რაც ისინი ენმ-ის ნაცემი დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ. შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი