პრეზიდენტმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ ჩამოართვა - ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები და კონსტიტუციონალისტები აფასებენ

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ ჩამოართვა. მის ამ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოყვა არა მხოლოდ ოპოზიციაში და არამედ იურისტებს შორისაც. სამართალმცოდნეების განმარტებით უცხო ქვეყნის მოქალაქეობა არ ნიშნავს დაუსჯელობას. დღესვე შეიძლება მისი დაკავება, ამიტომ ფიქრობენ, რომ ფარცხალაძე სასჯელს მაინც ვერ გაექცევა, თუნდაც პრეზიდენტს მისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმია.

პოლიტიკოსებისთვის ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გაუგებარია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მათივე განმარტებით, ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი სამართლებრივად უშედეგოა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო. 

კონსტიტუციის სპეციალისტები კი ზურაბიშვილის ამ ქმედებაში კონსტიტუციის დარღვევას ვერ ხედავენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი სამართლებრივად არ არის გამართლებული და დამატებითი განმარტებისთვის შესაბამისი კანონი მოჰყავთ. მათივე განმარტებით, კანონის შესაბამისად არ აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შეუნარჩუნდება თუ არა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა, რადგან დანაშაული ჩადენილია და სამართლისგება  ჯაშუშობაში მხილებულ ყოფილ პროკურორს მოუწევს იმის მიუხედავად, არის ის თუ არა საქართველოს მოქალაქე. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი