გვჯერა, ბელორუსი ხალხი შეძლებს მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას - პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბელორუსში ყველლანაირ ძალადობას ემიჯნება და სჯერა, რომ ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას. ამ თემაზე პრეზიდენტის განცხადებას ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.
ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელორუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელორუსია და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას, - წერიია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსში მაშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მოსახლოებასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. 

ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია კი, რომელიც ამჟამად დევნილობაშია, მოსახლეობას შაბათ-კვირას მშვიდობიანი აქციების გამართვისკენ მოუწოდებს. ტიხანოვსკაიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და თავის მომხრეებს მოუწოდა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების ჩატარება მოითხოვონ.

ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა უცხოელ აგენტებს დააკისრა.

ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელოსრუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისაკენ მოუწოდებენ. ბელორუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი