"ეძგვერაძის ადგილას ცოტა დავფიქრდებოდი, თუ ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერზე კახი კალაძის ხსენება უნდათ, ეს მაგათ ნამუსზე იყოს" | ბექა ოდიშარია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია ოპოზიციონერ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ მასზე თავდამსხმელი და ეძგვერაძე ბავშვობის მეგობრები არიან და თავდასხმაში კოტე ზარნაძე არანაირ კავშირშია.

"ეძგვერაძის ბრალდებებს,მარცხნივ და მარჯვნივ, მე მის ადგილას ცოტა დავფიქრდებოდი იმიტომ, რომ ახლა თუ ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერზე კახი კალაძის ხსენება უნდათ ეგ მაგათ ნამუსზე იყოთ. რაც შეეხება ზარნაძეს, ზარნაძემ კატეგორიულად უარყო მისი მონაწილეობა ამაში და მითუმეტეს ორგანიზებაში და რამდენადაც ვიცი, თავდმსხმებელი და ბატონი ეძგვერაძე მეგობრები არიან ბავშვობის და ნათელმირონი ეს დადასტურებულად ცნობილია საზოგადოებისთვის" - ამბობს ბექა ოდიშარია.

შეგახსენებთ, ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს 22 სექტემბერს გლდანში, საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეძგვერაძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ის მომხდარში საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვას ადანაშაულებს, რადგან თავდასხმას თბილისის საკრებულოში 22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ეძგვერაძესა და ზარნაძეს შორის მომხდარი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა წინ.

ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, მასთან მივიდნენ ენმ-ის წევრები. ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-მ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა. 

23 სექტემბერს კი გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე შსს-მ მხოლოდ 6 პირი დააკავა. უწყება ასევე ამტკიცებდა, რომ დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი