რუსეთის მარცხი კავკასიაში | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ჯერჯერობით ყველაზე დიდი მარცხი კავკასიის რეგიონში - სულ რაღაც 25 საათში აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა, ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლება დანებდა და რეგიონზე კონტროლი 30-წლიანი წყვეტის შემდეგ ბაქომ დაიბრუნა.

რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკით შთაგონებული და რუსული იარაღით მხარდაჭერილი კონფლიქტი სამი ათეული წლის შემდეგ იმგვარად დასრულდა, რომ სომხეთი, კრემლის ერთადერთი მოკავშირე კაკასიონის სამხრეთით, თავის საგარეო კურსს უკვე დაუფარავად ატრიალებს დასავლეთისკენ და აღარც იმის თქმას ერიდება, რომ რუსეთმა მოატყუა და გადააგდო რეგიონში მისი ერთადერთი მოკავშირე.

ცხადია ყარაბაღის კონფლიქტის ბედზე თავისი გავლენა უკარაინაში პუტინის ომმაც იქონია, რომელიც რუსეთისთვის სულ უფრო სწრაფი ტემპით მიექანება კატასტროფისკენ. 27 სექტემბერს 30 წელი სრულდება სოხუმის დაცემიდან. კრემლის კიდევ ერთი სისხლაინი პროექტი, რომელიც მთლიანად რუსეთის მიერ იყო ორკესტრირებული.

როგორია ახალი გეოპოლიტიკური რეალობა რეგიონში და რას გვიქადის ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების რუსეთის მაამებლობა, იხილეთ თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი