თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურაში მივიდნენ,
ირაკლი შოთაძისგან, გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლები, ექსპერტიზის შედეგების გაცნობასა და საქმის გადაკვალიფიცირებას ელოდებიან.
პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა მიხეილ რამიშვილმა და თქვა, რომ ისინი ექსპერტიზის შუალედურ და საბოლოო დასკვნებს მოითხოვენ . ასევე აინტერესებთ, რატომ არ არის ამდენი ხნის განმავლობაში ექსპერტიზის პასუხები ცნობილი მაშინ, როცა ტოქსიკოლოგიურ დასკვნას 1 კვირაც არ სჭირდება.
მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა ბაჩალიაშვილის დედამ და თქვა რომ "რევერანსების დრო დასრულდა".
თეონა თამაზაშვილი ამბოვს, რომ ამიერიდან "მაქსიმალურად რადიკალური იქნება," თუმცა რა იგულისხმა, თამაზაშვილს აღარ დაუკონკრეტებია.
ცნობისთვის, პროკურატურასთან შეხევდრის დაწყებამე ცოტა ხნით ადრე, შიანაგან საქემთა სამინისტროში, გამოკითხვაზე საკუთარი ინიციატივით, კიდევ ერთხელ მივიდა ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს. ლობჟანიძე კომპანია ZEG-ის დირექტრს, ნიკა გეჯაძეს ბაჩალიაშვილის ბულინგში ადანაშაუელბს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.