მინსკიდან იწყება დიდი ტექტონიკური ცვლილებები და მთავრდება ხაბაროვსკში - ანდრიუს კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

"ლუკაშენკო უნდა წავიდეს, ის არალეგიტიმურია" - ამბობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.

"მთავარი არხის" ეთერში, "დღის სტუმართან" ინტერვიუში კუბილიუსი, ალექსანდრ ლუკაშენკოს "ტოქსიკურ ფიგურად" აფასებს და ამბობს, რომ მინსკში ახლა ისტორიული ცვლილებებია:

"ძალიან ცხადია, რომ ბელარუსში ტიხანოვსკაიამ მოიგო და ლუკაშენკომ წააგო. ჩემთვის ცხადია, რომ ლუკაშენკო უნდა წავიდეს და სავარაუდოდ ამის შემდგომ გაიმართება ახალი არჩევნები, თუმცა ეს უნდა მოხდეს სრულიად ახალი საარჩევნო სისტემით. ის რაც ბელარუსში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ისტორიული ცვლილება." ამბობს კუბილიუსი.

ევროპარლამენტარის თქმით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენები პოსტ-საბჭოთა სივრცის ავტორიტარული ქვეყნებისთვის ბიძგის მიმცემია ცვლილებებისთვის და ის ყველას შეეხება:

"ეს პროცესები ასევე მაგალითია დიდი ტექტონიკური ცვლილებების საწყისია, რომელიც შეეხება ყველა ქვეყანას პოსტ-საბჭოთა, ავტორიტარულ სივრცეში და ეს იწყება ბელარუსიდან და მთავრდება ხაბაროვსკში" - ამბობს კუბილიუსი.

ევროპარლამენტარი ვლადიმერ პუტინის როლსა და მომავალზეც საუბრობს და ამბობს, რომ კრემლის ლიდერისთვის მინსკის მოვლენები "ხაფანგია", რადგან ტიხანოვსკაის მხარდაჭერის შემთხვევაში, კრემლი თავის თავს რევოლუციასთან დააკავშირებს და შესაძლოა ამით რუსეთის მოსახლეობას მაგალითი მისცეს ძვრებისთვის; ლუკაშენკოს მხარდაჭერით კი - გაიმეორებს ყველა იმ შეცდომას, რომელიც პუტინმა უკრაინაში დაუშვა:

"პუტინისთვის ბელარუსი ხაფანგია; ერთის მხრივ, პუტინი თავის თავს ვერ დააკავშირებს რევოლუციასთან და ტიხანოსკაისთან, რადგან ეს მაგალითის მიმცემი გახდება რუსი ხალხისთვისაც. 
მეორე მხრივ კი, თუ პუტინი თავის თავს ლუკაშენკოსთან დააკავშირებს, რომელიც ტოქსიკური ფიგურაა, ყველა შეცდომას გაიმეორებს რაც უკრაინაში დაუშვა, როცა კავშირი ნახა ლუკაშენკოსთან, რითიც მან ყველა ის ადამიანი გააერთიანა, ვისაც ნატოსა და ევროკავშირი სურდა ინტეგრირება. ამ გაგებით, ჩვენ ისიც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინია - დასავლეთში ინტეგრაციის „ნათლიაა“
-

კუბილიუსი მინსკის მოვლენებს მოსკოვშიც პროგნოზირებს, თუმცა როდის - დროს ვერ ასახელებს.

" ესაა, რაც დიდი ხნის ავტორიტარულ რეჟიმებს ემართებათ. რუსეთს წინ დიდი არჩევნები აქვს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ის რაც ხაბაროვსკში ხდება. ადამიანებს რუსეთში სიმამაცე ეძლევათ გავიდნენ ქუჩაში, ასევე მათ რუსეთის ნაციონალურ პოლიტიკაზე დაიწყეს ლაპარაკი, გამოსვლები ფრაზით „უხად’ი“ ეს სულ პუტინის მისამართითაა . რა თქმა უნდა, რთული სათქმელია პროცესები როდის განვითარდება, დროს ვერ ვიტყვით, მაგრამ ის რაც დღეს ბელარუსიდან მოდის, ეს არის ინსპირაცია რუსი ხალხისთვისაც" - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი