''მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე'' | ესტონეთის პრეზიდენტი ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

''ესტონეთი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას'' - წერს Twitter-ზე ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კლარისი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. 

''შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე'' - წერს ალარ კლარისი. 

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 სექტემბერს ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კლარისს შეხვდა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი