2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 6 მოძალადეს. გლდანში მომხდარი პოლიტიკური ანგარიშსწორების მონაწილეები ციხეში რჩებიან. გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფაქტი, რომ თავდასხმიდან რამდენიმე საათში მოძალადეები ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ.
თუმცა ამ პატიმრობის მიუხედავად ოპოზიციაში საქმის გამოძიების იმედი არ აქვთ. ხელისუფლების ოპონენტების მიაჩნიათ, რომ თავდასხმა ირაკლი ეძგვერაძეზე სწორედ "ქართული ოცნების" ლიდერების მიერი იყო ორგანიზებული და ხელისუფლება ამჯერადაც ყველ;არერს გააკეთებს დამნაშავეების გადასარჩენად.