
ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ- განცხადებას ამის შესახებ ევროპარლამენტარები ავრცელებენ.
"ევროპის სახალხო პარტიის", „სოციალისტებისა და დემოკრატების“, „განაახლე ევროპის“, „მწვანეებისა“ და „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ პრეზიდენტების გმობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მხარს უჭერენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას
„9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. სანდო ინფორმაცია სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამარჯვებაზე მიუთითებს. ამიტომაც, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ. ვუერთდებით ბელარუსი ხალხის მოთხოვნას ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ევროპარლამენტარები ლუკაშენკოს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.