რუსეთმა აჩვენა, რომ არაა უსაფრთხოების პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, მნიშვნელოვანია სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ - სახ.დეპი

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა სომხეთთან მიმართებაში აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო.

მილერის განცხადებით, ვაშინგტონს სჯერა, რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო მისია, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა და ნდობა ყარაბაღის მცხოვრებლებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება დაცული იქნება იმ საჯარო განცხადებების შესაბამისად, რომელიც აზერბაიჯანმა გააკეთა.

"მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო. [...] ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის ის, რასაც ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვცდილობდით - გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს არის ის, რაც ჩვენ საჯაროდ ვთქვით, გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, თუ ორივე მხარე მზად იქნებოდა რთულ კომპრომისებზე წასასვლელად. ცხადია, ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ გვინახავს. მე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა განაცხადეს, რომ მომავალ კვირას აპირებენ შეხვედრას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი შეხვდნენ და საბოლოოდ გადალახონ განხეთქილება ორ ქვეყანას შორის", - თქვა მილერმა.

წინა კვირას განვითარებული მოვლენების შემდეგ ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა სახლებს ტოვებს. ათასობით ადამიანი სომხეთის ტერიტორიაზე გადადის.

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა დაადასტურა, რომ 5 ოქტომბერს, გრანადაში სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი