"არ ვიცი რა ურთიერთობები აქვთ ივანიშვილს და ლუკაშენკოს, მაგრამ ერთი რამ ნათელია - ლუკაშენკო დამთავრებულია" - კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ბელარუს ხალხს პოსტსაბჭოთა სივრციდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.

"მთავარი არხის" ეთერში საუბრისას, საქართველოს ხელისუფლების დუმილზე და მინსკში მიმდინარე მოვლენებზე, კუბილიუსი ამბობს რომ მან არ იცის რა ურთიერთობა აქვთ ლუკაშენკო-ივანიშვილს თუმცა, იცის, რომ ლუკაშენკო "დამთავრებულია":

"არ ვიცი რა ურთიერთობები აქვს ივანიშვილს და ლუკაშენკოს, არც ის ვიცი აქამდე რა დამოკიდებულება იყო, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ნათელია - რომ ლუკაშენკო დამთავრებულია. განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყნებს, ბალტიის პირეთისას, პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებს კარგად უნდა გვესმოდეს, რა არის ბელარუსი ხალხის გამოწვევა დღეს - ავტორიტარულიდან გადავიდნენ დემოკრატიულ წყობაზე, ამიტომ ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ!" - ამბობს კუბილიუსი გადაცემა "დღის სტუმარში"

მიუხედავად დასავლეთის მკაცრი რეაქციებისა, და იმის მიუხედავადც, რომ ლუკაშენკოს ლეგიტიმაციას არ აღიარებენ ევროპელი პარტნიორები, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე ამ დრომდე არ გამოუხატავს პოზიცია.გამონაკლისი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია; სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და ესეც მას შემდეგ, რაც გასულ ღამეს "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ მინსკში საქართველოდან საიდუმლო რეისით, პრეზიდენტის თვითმფრინავი გაფრინდა და 1 საათშივე უკან გამოფრინდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბორტზე ბელარუსში, საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია იმყოფებოდა.

კვარაცხელიას მინსკში გამგზავრება  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მხოლოდ დღეს დილით დაადსტურა, თუმცა, კიდევ ვინ იმყოფებოდნენ კვარაცხელიასთან ერთად ბორტზე, ამაზე ზალკალიანის უწყებას არაფერი უთქვამს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი