საშინელი მდგომარეობაა ბელარუსში, ძალიან ყურადღებით ვუყურებთ პროცესს - დონალდ ტრამპი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ი ბელარუსში მიმდინარე "საშინელ" პროცესებს, რომელიც არჩევნების შემდეგ განვითარდა,  ყურადღებით აკვირდება.

"ეს საშინელებაა. საშინელი მდგომარეობაა ბელარუსში. ძალიან ყურადღებით ვუყურებთ პროცესს" - თქვა პრეზიდენტმა ტრამპა. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გასულ კვირას თქვა, რომ შტატები ევროკავშირთან ერთად საუბრობს ბელარუსში მიმდინარე გამოსვლებზე, რაც არჩევნების შედეგებითაა განპირობებული.

"რამდენადაც შესაძლებელია უნდა დავეხმაროთ ბელარუს ხალხს მიაღწიოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას" - თქვა მაიკ პომპეომ.

შეგახენებთ, საპროტესო გამოსვლები და მასშტაბური გაფიცვები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა, სადაც 26 წლიანი მმართველობის შემდეგ კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.  პროცესებს სამოქალაქო აქტივისტები უდგანან სათავეში, რადგან ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა. ამავე ადამიანების ორგანიზებით 16 აგვისტოს გაიმართა მარში - "თავისუფებისთვის" სადაც ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა. ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ქვეყანაში სადაც 26 წელია ერთი მმართველია, ასეთი დემონსტრაციები უჩვეულოა. ევროპელი დეპუტატები კი თანხმდებიან, რომ ეს ლუკასენკოს დასარულია და ხალხის ნება ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანი - უნდა აღსრულდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი