ფარცხალაძის საქმეს არ ვსწავლობთ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალ-ყურს ვადევნებ - იოსელიანი

გამოქვეყნდა:

გამოძიების ნაწილში კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, ჩვენთან განცხადება არ შემოსულა - აცხადებს სახალხო დამცველი ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით. როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეისწავლიან, თუ რომელიმე მხარე ომბუდსმენის აპარატს, უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით აცნობებს:

"ჩვენთვის არც ერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურებულად იქნება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალ-ყურს ვადევნებ, თუ იქნება დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც ისაუბრებს მისი უფლების დარღვევის შესახებ, ჩვენ ამ საქმეს შევისწავლით. " თქვა ლევან იოსელიანმა, რომელიც სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში მხილებული ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს, თუმცა რა მუხლით, უცნობია. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით ფარცხალაძე ლილუაშვილის უწყებაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა, თუმცა სუს-ი არც ამ გამოკითხვის დეტალებს ამხელს. 

ცნობისთვის, სოხუმის დაცემის დღეს სახლო დამცველი ენგურის ხიდზე ჩავიდა. ლევან იოსელიანი შეხვდა მოსახლეობას  და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას გაცენო. ომბუდსმენი აცხადებს, რომ 27 სექტემბერი არის ტკივილის და აფხაზეთის დაბრუნების იმედის დღეც. სახალხო დამცველი აფხაზებთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი