საქართველო ევროკომისიის ისტორიული და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინშია. ურსულა ფონ დერ ლაინის უწყება ერთ თვეში დადებს დასკვნას, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაერიანების მომავალი. დოკუმენტის გამოქვეყნებამდე "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი "მთავარ არხთან" იმ პერსპექტივებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს აქვს და ხაზგასმით გამოყოფს შეუსრულებელ ვალდებულებებს.
ბრიუსელი დეტალურად აკვირდება რეკომენდაციების საკვანძო მუხლების შესრულების დინამიკას, რაც დამაიმედებელი პროგნოზების შესაძლებლობას არ იძლევა. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში განსაკუთებით კრიტიკულად აფასებენ მმართველი გუნდის პოლიტიკურ სვლას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე