ბელორუსი 26 წელი ელოდა, როდის მიახლიდა სახეში ლუკაშენკოს სიტყვას წადი. ისიც წავიდა ისევე, როგორც მოვიდა - ვერტმფრენით.
ტატიანა მონტიკი ბელორუსი ჟურნალისტია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და გერმანული მედიისთვის მუშაობს. დასავლეთის აქტიური ჩართულობის თეორიას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ამერიკამ და ევროპამ, პირველ რიგში კი უახლოესმა მეზობლებმა, უკვე მოითხოვეს ხელახალი არჩევნები.
არ მოგერიდოთ, ისწავლეთ იმათგან, ვინც ცხოვრებაში იქნებ პირველ მიტინგზე გამოვიდა - თურმე შეიძლება, 200-ათასიანი მარში ლიდერის გარეშე შედგეს.
ორი ბელორუსი მარტივად განირჩევა. მხოლოდ დროშებითაც. თეთრ-წითელდროშიანები ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული ტიპის ქვეყნისთვის იბრძვიან. მწვანე-წითელდროშიანები - სტაბილურობისთვის, დასავლეთის მავნე გავლენასთან გამკლავებისა და ნატოს ინტერვენციის არდაშვებისთვის.
ბებერი ევროპა აქამდე თუ პერიოდულად იმშვიდებდა თავს, არ უნდა იყოს ლუკაშენკო ბოლომდე რუსეთის კაციო, 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ თავად ლუკაშენკოსაც მოუხდა მკვეთრი და, ალბათ, უკანასკნელი არჩევანის გაკეთება და გამოცხადება - ყველა მეზობელი მტერია, გარდა ერთისა, იმ ერთისა.
დღეს დილიდან ბელორუსმა პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარზე, სულ ცოტა, ერთი ბრიგადა გადაისროლა და სწავლება დაიწყო საბრძოლო სროლით. რუსეთიდან ბელორუსისკენ კი დაიძრა ეწ. "ავტოზაკების" მინიმუმ ორი კოლონა. აქედან ერთში 40-მდე სპეცმანქანა დათვალეს, სანომრე ნიშნების გარეშე. ასეთები რუსეთში მხოლოდ "როსგვარდიას", ანუ ყოფილ შინაგან ჯარს ჰყავს. 40-მდე მანქანა სტანდარტულად 800 მებრძოლს ნიშნავს. გამოდის, რომ რუსეთი ყირიმის სცენარს იმეორებს. მცირე ცვლილებით - მწვანე კაცუნების ნაცვლად ბელორუსში შავი კაცუნები გამოჩნდებიან - ფორმის შეფერილობის მიხედვით.
დღეს გამოცხადებულია საყოველთაო გაფიცვა და გაჩერდა ქვეყნის პრაქტიკულად ყველა მსხვილი ქარხანა. ბელაზის ადმინისტრაციამ მუშებს კარი ჩაუკეტა და არ გაუშვა ქუჩაში, მათ კი საპროტესტო მსვლელობა საამქროებში მოაწყეს.
გაიფიცნენ ექიმები. გაიფიცა სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი.
დღეს რომ მუშებს სამარცხვინოდ არ გაეგდოთ, ლუკაშენკო გუშინ უკვე დამარცხებული იყო - მიტინგებით დატოლება აშკარად წააგო. ულიდერო ოპოზიციამ კი იმდენი ხალხი მოაგროვა, ასე მარტივად აღარ დაიშლებიან და აღარ გამოიკეტებიან სახლებში ,სადაც 26 წელი უტყვად ისხდნენ.
დიასახლისებმა ერთ კვირაში შეუძლებელი შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ უსასტიკესი ცემა-ტყეპა და ციხეები არ აკმარეს და, სულ ცოტა ერთი დემონსტრანტი, ტყვიით მოკლეს.
ძალადობა ოპოზიციაზე დღეიდან ლოგიკურად მხოლოდ მოიმატებს. ლუკაშენკომ ყველა სხვა ხიდი უკვე ააფეთქა და მხოლოდ 1500-კაციანი ომონის იმედად რჩება, რომელსაც რამდენიმე ასეულს ალბათ პუტინი დაამატებს. მაგრამ მასაც ესმის და სხვასაც, რომ დახმარება უანგარო არ იქნება და მინსკელ დიქტატორს მოსკოველი დიქტატორისთვის აუცილებლად მაქსიმალური ფასის გადახდა მოუწევს. ჯერ უპასუხოა კითხვა, სკამთან ერთად შეინარჩუნებს თუ არა დამოუკიდებელი ქვეყნის ფორმალურ სტატუსს მაინც. თუ მართლა მოუწევს დაუჯეროს მინსკელ მუშას, დღეს რომ ღირსეული გამოსავალი ასწავლა
აქამდე გამოსავალი მეტი ჩანდა. მაგრამ რაც დრო გადის და მეტად იგულიანებს თავს ლუკაშენკო, ვარიანტები ნაკლები რჩება. დიასახლისების ოპოზიციის ერთკვირიანი ძალიან შთამბეჭდავი წარმატების შემდეგ მშველელად პუტინი თუ არ გამოადგა, ერთი ძველი საბჭოთა ფილმის დილემის წინაშე დარჩება, ოღონდ, სრულიად არაკომედიურად - "ილი ია ეე ვ ზაგს, ილი ონა მენია კ პროკურორუ". ამ ბოლო ვარიანტზე გულმიცემული ოპოზიციაც უფრო და უფრო მეტს ფიქრობს - აკი მიადგა კიდეც უკვე ჰააგისკენ გამოწერილი ბილეთით.