საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. ფასების ბოლო, 10-თეთრიანი მატება დღეს დაფიქსირდა. შესაბამისად, 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინი 3 ლარი ღირს, სუპერის ფასი კი 4 ლარამდეა.
მიზეზი რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვაა, რამაც რეგიონში ბენზინის ფასების კორექტირება გამოიწვია.
ექსპერტები და იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ ბენზინზე ფასების ზრდა გაგრძელდება. მოსახლეობა შიშობს, რომ საწვავზე ფასების მსგავსი ტიპის ფასების მატება სხვა პროდუქტების გაძვირებასაც გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი 21 სექტემბერს შეზღუდა. მიზეზად "შიდა ბაზრის სტაბილიზაცია" დასახელდა.
ავტორი: საბა ბუაძე