"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციი თავმჯდომარე იგორ ნარმანია საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
"მილიონები რომ წეროთ ჯარიმებად, დადექით და ითვალეთ :))) ბრძოლა გრძელდება," - დაწერა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე იგორ ნარმანია 11 სექტემბერს მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს. თანამოაზრეებთან ერთად მაშინ ის აქცია-პერფორმანს მართავდა პრემიერმინისტრის ჩარტერთან დაკავშირებით და ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.