ქვეყნის მთავრობის მეთაური ქვეყნის მთავარ დამნაშავედ გამოცხადებულ ოთარ ფარცხალაძეზე. თითქმის ორკვირიანი დუმილის შემდეგ, ირაკლი ღრიბაშვილი ყოფილ მთავარ პროკურორზე მხოლოდ შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდა.
აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერის პოზიცია პარტიის პოზიციისგან განსხვავებული არ აღმოჩნდა და პრემიერმინისტრმა საჯაროდ სცადა ფარცხალაძის დაცვა. ირაკლი ღრიბაშვილისთვის გაუგებარია, რა მიზეზით შეეხო სანქციები ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც ახლა, მისი თქმით, მხოლოდ ბიზნესმენია და არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები, რომ ის მოღალატედ მივიჩნიოთ - ამბობს პრემიერი.