ბელარუსი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას მხარდაჭერა გამოუცხადეს უნგრეთში და ბუდაპეშტის ცნობილი ხიდი სიმბოლურად გაანათეს.
მინსკში გამართულ თავისუფლების მარშს ვილნიუსშიც ეხმაურებიან და მხარდაჭერას უცხადებენ
ფოტოს, რომელსაც ევრონიუსი ავრცელებს, ჩეხეთშია გადაღებული, სადაც ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართა.
ბელარუსის დიასპორისა და უკრაინელი აქტივისტების აქცია გაიმართა კიევშიც, დამოუკიდებლობის მოედანზე
12 აგვისტოს კი რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში დემონსტრანტება ხიდზე გადმოფინეს ნაჭრის ბანერი წარწერით სიცოცხლე ბელარუსს!
ბელარუსის საელჩოსთან აქცია გაიმართა რუსეთის დედაქალაქშიც. მოსკოვის მსგავსად, ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქციები ბოლო დღეებში მოეწყო ბუქარესტში, ვარშავასა და ბერლინში.
ბელარუსის და ბელარუსელი ხალხის მხარდასაჭერი ლოგო შექმნა "მთავარმა არხმაც", რომლის გამოყენებაც Facebook-ზე შეგვიძლია: