უკრაინამ პროტესტის ნიშნად ბელორუსიდან ელჩი გამოიწვია

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის ნიშნად ელჩი იგორ კიზიმი ბელორუსიდან გამოიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგარეო უწყების განმარტებით, 15 აგვისტოს პრეზიდენტმა ლუკაშენკომ კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები რუსეთს გადასცა, იმის მიუხედავად, რომ მათ ექსტრადირებას ოფიციალური კიევი მოითხოვდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას შეფასებით, მინსკის ამ ნაბიჯმა დააზარალა ბელორუსსა და უკრაინას შორის არსებული ნდობა.

ჩვენ ისტორიაში პირველად ვდგამთ მსგავს ნაბიჯს ბელორუსთან მიმართებით და ამას მხოლოდ და მხოლოდ მინსკის მიუღებელი ქმედებების გამო ვაკეთებთ, - აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, კულება ამბობს, რომ ლუკაშენკო ბოლო დროს უკრაინის მიმართ უსაფუძვლოდ მტრული გამონათქვამებით გამოირჩევა. მაგალითად, 16 აგვისტოს მან ოფიციალური კიევი მეზობელ ნატოს წევრ ქვეყნებთან ბელორუსის წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი