
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში აშშ ვენესუელად გადაიქცევა. თეთრი სახლის ლიდერის მტკიცებით, ქვეყნის ბედი მოახლოებულ არჩევნებზეა დამოკიდებული და თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, აშშ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება.
ეს არის ყველაზე სახიფათო არჩევნები, რაც კი ოდესმე გვქონია. თუ ისინი მოვლენ, არ მგონია, უკან დახევა შევძლოთ. მათი გამარჯვების შემთხვევაში, აშშ ახალი ვენესუელა გახდება. ადრე ამას ვარაუდის სახით გამოვთქვამდი, ახლა კი დარწმუნებით ვამბობ, რადგან მსგავსი იდეოლოგია აქვთ. ქვეყანა გახდება ფართომასშტაბიანი ვენესუელა, თუ ისინი გაიმარჯვებენ, - განაცხადა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.