ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.
დეფაქტო მინისტრის მოადგილის, ტარზან კოკოითის თქმით, მანქანას სამჯერ ესროლეს, თუმცა ნანიევი არ დაშავებულა.
თავდამსხმელთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია.