
გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, სხვადასხვა შემოთავაზები ჰქონდა, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველაზე რთულ ოლქში ეყარა კენჭი. მისი თქმით, სადაც სირთულეებია იქ უფრო საინტერესოა.
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დაგვესრულებინა ამ ოლქზე საერთო შეთანხმება, რომ სახელისუფლებო მედიას, სახელისუფლებო პარტიას არ ჰქონოდა ის ქილიკი, რასაც 2 თვის განმავლობაში აგრძელებდა, რომ ოპოზიციას არ შესწევს ძალა სრულფასოვნად შეთანხმდეს თბილისის ოლქებზე. ეს შეთანხმება შედგა და ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და პატივი, რომ საბურთალოს ოლქში ვიქნები დასახელებული, - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოების იმედი აქვს და ეჭვი არ ეპარება, რომ მმართველი გუნდის კანდიდატს დაამარცხებს.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საბურთალოს ოლქში ერთიან კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილს დააყენებს, დიდუბე-ჩუღურეთში კი მხარს "გირჩის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს.
საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნებიდან" კენჭს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო იყრის, ამავე ოლქში გამარჯვებისთვის იბრძოლებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილიც.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.
"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: