
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე არჩევნებში "გირჩის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს წარმატებას უსურვებს და წერს, რომ ის "კონტრასტის ნამდვილი ლიდერია". ამ თემაზე პოსტი დეკანოიძემ საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
უაღრესად პრინციპულია წარსულის განსახიერების, ვოლსკის დამარცხება დიდუბე-ჩუღურეთში.. ზურა ჯაფარიძე, წარმატებები.. კონტრასტის უპირობო ლიდერი ხარ, - წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში 8 ოლქიდან დარჩენილ 2 ოლქშიც საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. ოპოზიცია საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილს დაუჭერს მხარს, დიდუბე-ჩუღურეთში კი, ზურა ჯაფარიძეს.
საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნებიდან" ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო იყრის კენჭს, დიდუბეში კი პარლამენტის მოქმედი დეპუტატი - გია ვოლსკი.
საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.
"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: