პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ხვალ, 11 საათზე გაგრძელდება. დღევანდელი პროცესი კი, რომელიც 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დღეს დასრულებულია. მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი დღეს პოზიციები გააცნეს. "ოცნებას" 4 დეპუტატი - ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდა, ხოლო პრეზიდენტს იურისტი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. სხდომაზე დასასწრებად ბათუმში არ ჩასულა სალომე ზურაბიშვილი