პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე საკონსტიტუციოში | პოლიტიკური სასამართლო პროცესი - დღე 1

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური სასამართლო პროცესი - დღე პირველი. არის თუ არა პრეზიდენტი მთავრობის ტყვე, უნდა უპასუხოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა უცხო ქვეყნების ლიდერების სატელეფონო ზარებს და რომელ კურსზეა ირაკლი კობახიძე - ფაქტობრივად ეს კითხვები იყო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე კამათის მთავარი თემები. პრეზიდენტის წარმომადგენლები ღიად აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესი სამართლებრივ საფუძვლებს მთლიანად მოკლებულია და წმინდად პოლიტიკურ, "ქართული ოცნების" შურისძიების საქმედ არის ქცეული. 

სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები მმართველი პარტიის ხისტი არგუმენტების საპასუხოდ კონსტიტუციის შინაარსისა და სულისკვეთების გააზრებას მოითხოვდნენ. მათი საპასუხო არგუმენტები ნათლად აჩვენებდა, რომ ქვეყნის მთავარი კანონის სწორხაზოვანი წაკითხვა ბევრ პოლიტიკურ პროცესს უბრალოდ უაზრობად აქცევს. სწორედ ამ მიზეზით გამწვავდა შვიდსაათიანი სხდომის ბოლოს ვითარება დარბაზში, სადაც სადაც ირაკლი კობახიძის იურიდიული განათლების ხარისხი დაუწუნეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი