სასამართლო პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ დღეს პარლამენტში. "ქართული ოცნება" და ოპოზიცია რადიკალურად განსხვავებული პოზიციით და არგუმენტებით ან თავს ესხმოდნენ პრეზიდენტს ან მხარს უჭერდნენ მას. თუმცა დეპუტატებს შორის კამათის მთავარი თემა, მაინც საკითხის პოლიტიზება იყო. ოპოზიციისთვის აშკარაა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება ივანიშვილის პოლიტიკური კლანისგან წმინდად პოლიტიკური შურისძიებაა და არა სამართლებრივი პროცესი. "ქართული ოცნება" ამ პოზიციას არ იზიარებს და დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მსგავსი პოზიცია ექნება.