ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია - სახელმწიფო დეპარტამენტი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართული ოცნების" მიერ მათი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს, თითქოს ის სახელმწიფო გადატრიალებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციას გარკვეული პროექტების დაფინანსებით  ეხმარება - მცდარს უწოდებს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი დაფინანსება აბსოლუტურად  გამჭვირვალეა და ისინი აგრძელებენ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და "ოცნების" ხელისუფლებას რეფორმების განხორციელებისკენ კიდევე ერთხელ მოუწოდა.

"თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად", - განაცხადა ვედანტ პატელმა.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი