პრეზიდენტის ვიზიტები თავსდება 49-ე მუხლის მე-3 პუნქტში, პრეზიდენტი წარმოგვადგენდა ყველას - ჩუგოშვილი

გამოქვეყნდა:

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტი 2019 წლიდან, ყველა ვიზიტთან დაკავშირებით აგზავნიდა მოთხოვნას 52-ე მუხლის შინაარსის მითითებით, თუმცა მსგავსი თანხმობების მოთხოვნა შეწყვიტა იმ ტიპის ურთიერთობებსა და კომუნიკაციებზე, რომელიც თავისი არსით არა საგარეო პოლიტიკის განხორციელება, არამედ ქვეყნის წარმოდგენაა 49-ე მუხლიდან გამომდინარე. 

ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო პრაქტიკა, რომელიც იყო გერმანიის შემთხვევაშიც. ამ ვიზიტზე უარმა პრეზიდენტს აფიქრებინა, რომ არასწორი პრაქტიკით ხორციელდებოდა და მთავრობის თანხმობა საერთოდ არ სჭირდებოდა მას მსგავსი საქმიანობის განსახორციელებლად, რადგან ის არ ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას 52-ე მუხლის ფარგლებში, შესაბამისად, მისი ქმედებები არ ითხოვდა არანაირ თანხმობას მთავრობისგან და მან შეწყვიტა მსგავსი თანხმობების მოთხოვნა იმ ტიპის ურთიერთობებსა და კომუნიკაციებზე, რომელიც თავისი არსით არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელება, არამედ არის ქვეყნის წარმოდგენა 49-ე მუხლიდან გამომდინარე. 

მე გადმოგეცით მისი დასაბუთება: რატომ მიაჩნია მას საჭიროდ კოორდინაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, როგორ ხედავდა ის ამ პრაქტიკას, როგორც მისი საქმიანობის კოორდინირების საშუალებას ხელისუფლების ამ ორ შტოსთან, მაგრამ მიხვდა, რომ ეს უარი ნიშნავდა მის არაკონსტიტუციურ, არაპროპურციულ შეზღუდვას და მცდელობას, რომ საერთოდ ჩამოშორებული ყოფილიყო საგარეო პოლიტიკიდან.

49-ე მუხლის ფარგლებში ის გააგრძელებდა თავის საქმიანობას, მათ შორის, თავისი დიპლომატიური როლის შესრულებას, სახელმწიფო მეთაურებთან თავისი კონტაქტების გამოყენებას სწორედ, 78-ე მუხლის ინტერესებიდან და ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის ინტერესებიდან გამომდინარე." თქვა ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე. 

ჩუგოშვილის თქმითვე, სასამართლოზე განსახილველ სამ შემთხვევაში [ვიზიტები გერმანიაში, ბრიუსელსა და საფრანგეთში] არ განხორციელებულა არც ხელშეკრულების დადება, არც მოლაპარაკებები, არც ახალი ვალდებულებების აღება - "არამედ ეს იყო საუბარი, კონტაქტი ორ პირს შორის სწორედ, ქვეყნის პარლამენტის მიერ დადგენილი და მთავრობის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში" აღნიშნა პრეზიდენტის წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, ეს კონტაქტი არ თავსდება 52-ე მუხლში და ის თავსდება 49-ე მუხლის მე - 3 პუნქტში - "პრეზიდენტი ამ მუხლის საფუძველზე წარმოგვადგენდა ჩვენ - ყველას და სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს ეუბნებოდა, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის" განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი