"აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან მეტი ავიარეისის საკითხზე... ფრენები ყოველდღიურად შესრულდება" | დავითაშვილი

გამოქვეყნდა:

"აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან მეტი ავიარეისის საკითხზე... რეგულარული ფრენები ყოველდღიურად შესრულდება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში საუბრობს.

ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია. ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯი 300 მილიარდ დოლარს აღემატება. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმული უნდა იყოს ჩინეთიდან ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი.

ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან უფრო მეტი ავიარეისის საკითხზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეებს ზრდის უკვე თბილისი-ურუმჩის ხაზზე და ასევე რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შესრულდება ავიაკომპანია გაზრდილი სიხშირით ოპერირებას სექტემბერში დაიწყებს. ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან გვექნება ასევე პირდაპირი დაკავშირებადობა, - თქვა დავითაშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი