კობახიძემ ჩუგოშვილის გამოსვლას "პოლიტიკური დემაგოგია" უწოდა

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობენ, ირაკლი კობახიძემ თამარ ჩუგოშვილი "პოლიტიკურ დემაგოგიაში" დაადანაშაულა. პრეზიდენტის წარმომადგენელი საუბრობდა იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში  პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებს და შეხვედრებს აქვს.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ყველა ასეთ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მხარდაჭერას ითხოვდა და არ შეჭრილა მთავრობის კომპეტენციაში, რაც შესაბამისად კონსტიტუციის დარღვევა ვერ იქნება -  "პრეზიდენტი ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, მიგვაახლოოს ამ მიზანს, ჩემთვის პირადადაც როგორც მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ეს. ეს არის გადამწყვეტი" - თქვა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით,  ყველა კომუნიკაცია მოიცავს ერთადერთ რამეს, როგორი აუცილებელია რომ, იმ ქვეყნისგან, რომლის ლიდერსაც ხვდება, მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში:

"პრეზიდენტი სხვა ქვეყნების თანამდებობის პირებთან საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სასაუბროების ფარგლებში, ყველა კომუნიკაცია მოიცავს ერთადერთ რამეს - რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და როგორი აუცილებელია რომ, იმ ქვეყნისგან, რომლის ლიდერსაც ხვდება, მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში და ეს ძალიან ცალსახაა. 

ამის საწინააღმდეგო უნდა წარმოგვიდგინოს მან, ვინც მოითხოვს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას იმის გამო, რომ პრეზიდენტი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს მიგვაახლოოს ამ მიზანს. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, ეს არ არის დემაგოგია, ეს ჩემთვის გადამწყვეტია!" თქვა ჩუგოშვილმა, რასაც კობახიძის წამოძახილი მოჰყვა -  "ეს არის პოლიტიკური დემაგოგია".

პროცესზე 15 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი