რატომ არ იფიქრა, მართლაც რაღაცას არაკონსტიტუციურს ხომ არ ვაკეთებ? - ევა გოცირიძე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირში გაერთიანება მართლაც უზარმაზარი მიზანია, მაგრამ ევროკავშირში გაერთიანება საქართველოს სჭირდება იმიტომ, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები და ამ ღირებულებებში მთავარი და გადამწყვეტი არის სწორედ სამართლის უზენაესობა, ხელისუფლების განაწილება, კონტროლი და ბალანსი - ეს პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე სხდომაზე დააფიქსირა და დაინტერესდა, ხომ არ იკვეთება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, კონსტიტუციური ნორმების უგულებელყოფა

"ის ფაქტი, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებულ იქნა კონსტიტუციური პროცედურა, კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით, მან რატომ არ იფიქრა, რომ მართლაც რაღაცას არაკონსტიტუციურს ხომ არ ვაკეთებ? თუკი მან გამოიჩინა წინდახედულობის ერთგვარი ნორმა და არ გამოიყენა ბიუჯეტის სახსრები, იგივე წინდახედულობის ნორმა რატომ არ გამოიჩინა და რატომ არ შეაჩერა დროებით მაინც, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო მისი ქმედების კონსტიტუციურობას არ შეაფასებდა. აქ ხომ არ იკვეთება ერთგვარი უგულებელყოფა კონსტიტუციური ნორმებისადმი და თუნდაც იმისადმი, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო? ხომ არ იკვეთება აქ, რომ მას არ აინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და იქნებ მას მიაჩნია, რომ იმდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რომ აქ კონსტიტუციის ყველა ნორმა გვერდზე უნდა გადავდოთ?" მიმართა ევა გოცირიძემ პრეზიდენტის წარმომადგენლებს შეკითხვით.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი