პოლიტიკური პროცესი საკონსტიტუციოში | ხმაური და დაპირისპირება იმპიჩმენტის საქმის განხილვაზე - დღე 2

გამოქვეყნდა:

სადამსჯელო სპეცოპერაცია გრძელდება - "ქართული ოცნება" დღეს მაქსიმალური შესაძლებლობების გამოყენებით უმტკიცებდა მოსამართლეებს, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ იმსახურებს პრეზიდენტობას. ირაკლი კობახიძე იმდენად მონდომებული იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მართლაც გაუჩნდათ კითხვები შესაძლო პოლიტიკური დევნის შესახებ. საპირისპირო მტკიცებულებებზე ისაუბრეს თავად უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლებმა და მათი გამოსვლის ბოლოს მმართველი პარტიის ლიდერს ნერვებმა უმტყუნა - სასამართლოს სხდომა ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ სიტყვიერ დაპირისპირებას აქცია.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი