ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა - ზელენსკი კუპიანსკის თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდასხმას კუპიანსკში სასურსათო მაღაზიაზე, უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება და მას მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტს უწოდებს:

"სასტიკი რუსული დანაშაული - სარაკეტო თავდასხმა ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, სრულიად მიზანმიმართული ტერორისტული აქტი. კუპიანსკის ოლქი, ხარკოვის ოლქი. ამ დროისთვის ცნობილია 48-ზე მეტი დაღუპული. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! დაჭრილებს დახმარებას უწევენ...
 
რუსული ტერორი უნდა შეწყდეს. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს დღემდე უჭერს მხარს, მხარს უჭერს ბოროტებას. რუსეთს ეს და მსგავსი ტერორისტული თავდასხმები მხოლოდ ერთი რამისთვის სჭირდება: თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად აქციოს მთელი მსოფლიოსთვის.  მადლობას ვუხდი თითოეულ ლიდერს, ყველა ერს, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში!

ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპელ ლიდერებთან ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, ჩვენი ჯარისკაცების გაძლიერებაზე, ჩვენი ქვეყნის დაცვაზე ტერორისგან. ჩვენ კი ტერორისტებს ვუპასუხებთ. აბსოლუტურად სამართლიანად და ძლიერად" ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში, რომელიც ამჟამად ესპანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იმყოფება. 

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი