"სამარცხვინო ქალბატონია მეთქი თქვენი პრეზიდენტი" - კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს

გამოქვეყნდა:

"ოცნების" თავმჯდომარე კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზშიც ლანძღა და მას "სამარცხვინო ქალბატონი" უწოდა - "სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება არამხოლოდ 52-ე მუხლს და საერთოდ ყველა მუხლს...სამარცხვინო ქალბატონია, სამარცხვინო ქალბატონია მეთქი თქვენი პრეზიდენტი"- მიმართა კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენლებს თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს.

საკონსტიტუციო მესამე დღეა მსჯელობს დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, როდესაც საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად ევროპაში გაემგზავრა და გერმანიის, საფრანგეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა. 

მხარეები დღეს კითხვების დასმის ეტაპზე იყვნენ, დღესვე, მცირე შესვენების შემდეგ ისინი დასკვნითი სიტყვებით წარდგებიან. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი 18 საათზე განახლდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი