"ქართველ ხალხს ვეტყვი - განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი ესპანეთში, ვროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრობს.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში დეკემბერში დადგება და იქ ლიდერები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
ერთი სიტყვა საქართველოზე. იცით, რომ ნოემბერში ევროკომისია გაფართოებაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს და დღეს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დავაყენებთ და [წევრი სახელმწიფოების] ლიდერების დონეზე გაფართოებაზე ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც... ქართველ ხალხს ვეტყვი - რეფორმები. განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ თქვენი რეფორმები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის რეფორმები, სასამართლოს დამოუკიდებლობა - ეს არის პრიორიტეტი", - განაცხადა მიშელმა.