"საგარეომ გააკეთა მკაფიო განცხადება... ეს არის ამ ეტაპზე რეაგირება" | კობახიძე ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ამბობს, რომ ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ "მკაფიო" განცხადება უკვე გააკეთა. 

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც ჩაითვალა საჭიროდ. ეს არის ხელისუფლების პოზიცია. რაც ჩაითვალა საჭიროდ, სწორედ ის რეაგირება გახმოვანდა ხელისუფლების მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთადერთი რეაგირება, ესე იგი ასე ჩაითვალა საჭიროდ...

რაც მთავარია სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში არ დაუშვას მეორე ფრონტი. ამისთვის იდგმება ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი. ჩვენ ყველა პროცესს, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ყურადღებით...

გვაცადეთ სწორი პოლიტიკის წარმოება. წინა ხელისუფლებამ თავისი "სწორი პოლიტიკით"  მიგვიყვანა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციამდე და ათას უბედურებამდე. 400 კაცზე მეტი დაიღუპა მაშინ, 30 ათასი დევნილი და ა.შ. ეს იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. ჩვენ 11 წლის მანძილზე მოვახერხეთ ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა, ტერიტორიული წინსვლა რუსეთს არ ჰქონია. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება. კეთილი ინებონ და გვაცადონ," - თქვა კობახიძემ.

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი