"გვაქვს მოლოდინები, რომ EU ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, მათ შორის, ოკუპაციას - ოკუპაციას" | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენც გვაქვს ჩვენი მოლოდინები, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და, მათ შორის, ოკუპაციას დაარქმევს ოკუპაციას," - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას. მისი მტკიცებით, ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია არაა ნახსენები:

"ჩვენც გვაქვს ჩვენი მოლოდინები, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და, მათ შორის, ოკუპაციას დაარქმევს ოკუპაციას. სამწუხაროდ, დღემდე ოფიციალურ დოკუმენტებში ევროკავშირის ტერმინი ოკუპაცია არ არის... ტექტონიკური ძვრები, ასე ეძახიან იმ პროცესებს, რომლებიც მიდის რეგიონში და ამ ტექტონიკური ძვრების მონაწილე რამდენიმე არის და ძირითადი მონაწილე არის რუსეთი. რა თქმა უნდა, ის ყველანაირად ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამის საწინააღმდეგო უნდა იყოს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, მეტი ყურადღება საქართველოზე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ტერმინი ოკუპაციის აღიარება ევროკავშირის მხრიდან, რაც სამწუხაროდ, დღემდე არ ხდება და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, სწორედ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა - სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის მიმართ," - თქვა პაპუაშვილმა. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი