"კიდევ ბევრი გასაკეთებელია... გამოიყენეთ შესაძლებლობა, გააგრძელეთ წინსვლა და იყავით მკაფიო რეფორმების გატარების პროცესში" - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.
"ჩვენ შევაფასეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი კიდევ გასაკეთებელია. მთავარი გზავნილია, რომ გამოიყენოთ შესაძლებლობა ახლა, გააგრძელოთ წინსვლა, იყოთ მკაფიო რეფორმების განხორციელების და იმ პოლიტიკის განხორციელების პროცესში, რომელზეც შევთანხმდით," - განაცხადა ლაიენმა.