"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ... და ჩვენ გავიმარჯვებთ" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

გამოქვეყნდა:

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ - არა რაიმე ოპერაციაში - არამედ ომში...და ჩვენ გავიმარჯვებთ," - ასე მიმართავს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ "მტერი თავდასხმის ფასს გადაიხდის."

"მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ," - თქვა ნეთანიაჰუმ თავდასხმის შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. მისმა მეთაურმა თავდასხმას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე.


იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი