"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა" | ალიევი საქართველოზე

გამოქვეყნდა:

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა", - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საუბრობს. ცოტა ხნის წინ მან და საქართველოსო პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

"ორივე ლიდერმა, ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა ერებს შორის. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა უკვე, ეს შეხვედრები ძალიან ხშირია და ტრადიციულია უკვე და ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებას, ჩვენი მეგობრობის გაძლიერებას. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერები ძალიან კეთილმეზობლურად არსებობენ, მეგობრული გარემოა...

მადლობას გიხდით, ჩვენი ეროვნული ლიდერის, ბატონი ჰეიდარ ალიევის პატივისცემისთვის. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას. როგორც უკვე იქნა ნახსენები, წლების განმავლობაში ჩვენ აღვნიშნავთ ბატონი ჰეიდარის იუბილეს და საქართველოშიც აღინიშნება ეს ღონისძიება. ამ წლის განმავლობაში, გამოფენები და სხვა ღონისძიებები გაიმართება.

მე ვნახე ბატონი ჰეიდარის და ბატონი ედუარდის ფოტო. ამ ორ ლიდერს ჰქონდა ძალიან დიდი მეგობრობა საბჭოთა პერიოდში... მათ ჰქონდათ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადებული იმისთვის, რომ ქვეყნები დაეახლოებინათ, ერები დაეახლოებინათ. ეს ორი ლიდერი გამორჩეული იყო საბჭოთა პერიოდში. მათ ჰქონდათ გამბედაობა, შესაძლებლობა და ძლიერი ბმა მათ მიწასთან, მათ ერებთან. ეს არის ბედისწერა. იმიტომ, რომ ერთდროულად იყვნენ ლიდერები, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი. ეს იყო გამოწვევებით აღსავსე, ბობოქარი პერიოდი. მათი ლიდერობა იყო გამორჩეული და დაეხმარა აზერბაიჯანსა და საქართველოს გაეძლიერებინათ მათი დამოუკიდებლობა," - განაცხადა ალიევმა. 

ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი ძმობა გვაკავშირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას ალიევთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი