ისრაელში პოლიციის ქართველ-ებრაელი ოფიცერი, იცხაკ ბაზუკაშვილი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ისრაელში მიმდინარე შეტაკებებს ქართველი ებრაელი, პოლიციის ოფიცერი, იცხაკ ბაზუკაშვილი ემსხვერპლა. ინფორმაცია ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

პარალელურად, ისრაელში ეთნიკურად ქართველ თამარ გოლდბერგს ეძებენ. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ის მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და არ არის გამორიცხული, რომ თავი, სხვა ადამიანების მსგავსად, ტყეს შეაფარა. 

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ამ დროის მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი