რუსული ფლოტი ოჩამჩირეში | კრემლის ახალი გეგმა და მდუმარე "ოცნება"

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან "ქართული ოცნება" უკრაინას მშვიდობას უსურვებს, და არც ერთხელ უსურვებიათ "ოცნების" მაღალჩინოსნებს ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის ტერიტორიების დაბრუნება და ამ უსამართლო და სისხლიან ომში გამარჯვება.

უცნაურია, მაგრამ ქვეყანა, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, არც საქნციებს უერთდება, პირიქით, ეხმარება რუსეთს, მასთან ფრენებს აღადგენს და თუ ვინმე ამის გამო უსაყვედურებს, "ქართულ ოცნებას" ერთადერთი პასუხი აქვს, რომ ის რუსეთთან ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას და თუ ვინმე მას არ ეთანმება ამაში, ე.ი. ამ ვინმეს უნდა ომი. რეალურად კი გასულ კვირას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ ითრევს საქართველოს ომში, გამოჩნდა, რომ ამჯერადაც ამას რუსეთი აკეთებს, როგორც ამას აკეთებდა ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ვიდრე ხელისუფლება პოლიტიკური ოინებით აბრუებდა საზოგადოებას და ვიდრე მოქალაქეების ერთი ნაწილი სისხლიან საოკუპაციო რეჟიმთან ბოდიშების მოხდაზე მკითხაობდა, რუსეთის ფედერაციამ სამხედრო ფლოტის ახალ ბაზად დროებით ოკუპირებული ოჩამჩირე გამოაცხადა. და ამით კიდევ ერთი ლურსმანი დაასო საქართველოს ტრანსკავკასიური დერეფნის კუბოში და რაც ყველაზე კატასტროფულია, რუსეთმა ქვეყანა პირდაპირი მნიშვნელობით ჩაითრია იმ ომში, რომელიც კრემლის რეჟიმმა მეზობელ უკრაინას მოახვია თავს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი