გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჰამასის ისრაელზე თავდასხმა თავიდან უნდა აიცილონ.
შოლცის თქმით, ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის პოლიტიკის ქვაკუთხედია და ამის უზრუნველსაყოფად "გერმანია შესაბამისად იმოქმედებს". შოლცი ასევე გეგმავს, ესაუბროს ეგვიპტის, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს.
''აშკარაა, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰამასის ქმედებებს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს თავდასხმა გაუთვლელი შედეგებით მთელ რეგიონში არ გადაიზარდოს", - ამბობს შოლცი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
ამ დროის მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.